რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ქვეყნის საბანკო სექტორს 2024 წელს ლიკვიდურობის პრობლემა ექნება.
ცენტრალური ბანკის საშუალოვადიან საპროგნოზო შეფასებაში წერია, რომ ლიკვიდობის დეფიციტი წლის ბოლოს შეიძლება მერყეობდეს 0,6-დან 1,4 ტრილიონ რუბლამდე.
„2024 წლის მეორე ნახევარში საბაზისო სცენარით მოსალოდნელია, საბანკო სექტორის გადასვლა პროფიციტიდან ლიკვიდობის დეფიციტზე. ეს თავის წვლილს შეიტანს მონეტარული პირობების გამკაცრებაში“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის დოკუმენტში.
რუსეთის ცენტრალური ბანკი ასევე ვარაუდობს, რომ წლიური ინფლაცია პირველ კვარტალში 7,6%-მდე დაჩქარდება(2023 წლის ბოლოს ინფლაციამ 7,42% შეადგინა). 2024 წლისთვის კი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით,4.0-4.5%-მდე შემცირდება.
ცენტრალური ბანკი პირველ კვარტალში მშპ-ის 4,3%-ით ზრდას პროგნოზირებს.
მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა გაიზრდება 1-2%-ით, 2025 წელსაც 1-2%-ით, 2026 წელს 1,5-2,5%-ით.