რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზისო პუნქტით, წლიურ 16%-მდე გაზარდა.
გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია გახდა.
ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის წლიური ინფლაცია 7,5%-ს მიაღწევს. ბანკს 2024 წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ზე აქვს განსაზღვრული, შესაბამისად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი ოქტომბერშიც გაზარდა 13%-დან15%-მდე.
განაკვეთი მაქსიმალურ დონეზე იყო 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა 9,5%-დან 20%-მდე გაიზარდა.
შემდეგ მარეგულირებელმა განაკვეთი ეტაპობრივად 7,5%-მდე შეამცირა. 2023 წლის ივლისიდან კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ისევ დაიწყო.