მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 2800-პუნქტიან ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც დიდი კომპანიების ფასიანი ქაღალდების გაიაფებამ განაპირობა. საფონდო ბირჟაზე მთავარი სავაჭრო სესია „წითელ“ სექტორში იყო.
ფასებზე იმოქმედა ახალმა ანტირუსულმა განცხადებებმა, დიდი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ, ასევე, ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ შემოღებულმა სანქციებმა. სანქციების მე-11 პაკეტის მიღების შემდეგ, რუსული კომპანიების აქციების გაყიდვა დაიწყეს.
რუსული რუბლი დაეცა და აშშ დოლარის ფასმა 84,67 რუბლი შეადგინა.