რუსეთში ბევრ სექტორში მაღალი ზრდა ფიქსირდება , ხოლო უმუშევრობა რეკორდულ დაბალ დონეზეა, ამას აჩვენებს რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ახალი მონაცემები. ამის შესახებ Reuters წერს.
რუსეთის ეკონომიკა ძირითადად სამხედრო წარმოების ხარჯზე იზრდება. ივლისში რუსეთში სამრეწველო წარმოება გაიზარდა წლიურად 3,3%-ით , წინა თვესთან შედარებით 2,7%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 4,8%-ით.
ხოლო მშპ-ს ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში 4.6% შეადგინა.
დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისა და რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ჩინეთთან წარმოქმნილი საერთაშორისო გადახდებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, იმპორტის მოცულობა წლის პირველ ნახევარში 9%-ით დაეცა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკონომიკა გადახურებულია.
რუსეთის ცენტრალური ბანკმა, ეკონომიკის გადახურების გამო, მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ივლისში 200 საბაზისო პუნქტით 18%-მდე გაზარდა, რაც ბოლო ორ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, მუშახელის მუდმივი დეფიციტი და ხელფასების ზრდა, ისევე როგორც მაღალი ინფლაცია, გადახურებული ეკონომიკის მთავარი ნიშნებია და განაცხადა, რომ შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარული პოლიტიკას მაღალი სამომხმარებლო ფასების შესაჩერებლად.
ახალმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ რეალური ხელფასები ივნისში 6,2%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო წლიურად 15,3%-ით მოიმატა.
რუსეთში ხელფასების ზრდას ხელს უწყობს უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის გაზრდილი ანაზღაურება. ამასთან, ზოგიერთი სექტორი მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდის. შესაბამისად, ისინი დამსაქმებლებისგან ანაზღაურების მომატებას მოითხოვენ.