საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) 2024 წლისთვის რუსეთის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2,6%-მდე გაზარდა.
ფონდი გასული წლის ოქტომბერში 1,1%-იან ზრდას პროგნოზირებდა. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის გამოქვეყნებულ ახალ მიმოხილვაში.
სსფ მიუთითებს, რომ მშპ-ის მოსალოდნელზე მაღალ ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო ხარჯები და ხელფასების ზრდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დათვალა, რომ გასული წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა. ამავდროულად, 2025 წელს ფონდი რუსეთის მშპ-ის მხოლოდ 1,1%-ით ზრდას ელის.
რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკას, სსფ-ის შეფასებით, ის გასულ წელს 3,1%-ით გაიზარდა. ფონდმა მიმდინარე წლის პროგნოზი 3.1%-მდე გაზარდა. ხოლო 2025 წელს გლობალური ეკონომიკის 3,2%-ით ზრდას ელის.