ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსეთთან ვაჭრობის მოცულობამ კიდევ მოიმატა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველო-რუსეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2023 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51%-ზე მეტად არის გაზრდილი. აქედან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 44.6%-ით, ხოლო იქიდან იმპორტი 54.2%-ით გაიზარდა.
უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი ისევ ღვინოა, ხოლო იმპორტში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის იმპორტი რუსეთიდან თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი და 303 ათას ტონას აღწევს.
2023 წლის იანვარ-აპრილში რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – $52,371 მილიონი
- ფეროშენადნობები – $45,353 მილიონი
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – $30,555 მილიონი
- მინერალური და მტკნარი წყლები – $22,320 მილიონი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – $17,036 მილიონი
2023 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $212,433 მილიონი
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – $80,391 მილიონი
- ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი – $17,240 მილიონი
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – $15,004 მილიონი
- ხორბალი და მესლინი – $13,888 მილიონი.