ერთ წელიწადში რუსეთში ექსპორტი გაორმაგდა
საქსტატის 2023 წლის იანვრის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში ექსპორტი გაიზარდა. გასულ თვეში საქართველოდან რუსეთში $87.8 მილიონის ექსპორტი განხორციელდა, ზრდა წინა წელთან 105%-ია. ძირითადი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობები(ზრდა 242%) და ყურძნის ნატურალური ღვინოებია(ზრდა 29%).
საგულისხმო ფაქტია, რომ ექსპორტი მკვეთრად არის გაზრდილი სომხეთში- $69.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 235%. საქართველოდან ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა ყაზახეთში – $32.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 433%. და ყირგიზეთში– $16.5 მილიონი. ამ ბოლო ქვეყანაში ექსპორტ გაათმაგდა.
სულ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში დსთ-ს 8 ქვეყანა შედის. ევროკავშირიდან კი მხოლოდ 2 ქვეყანაა- ბულგარეთი (მე-7) და ესპანეთი (მე-8). ამ ქვეყნების ხარჯზე გაზრდილია(68%-ით) მთლიან ექსპორტში დსთ-ს წილი(60%), ხოლო ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში მხოლოდ 16%-ია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარში საქართველოდან უცხოეთში $459 მილიონის საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია.
საექსპორტო ქვეყნების ათეული და ზრდა 2022 წელთან შედარებით:
1. რუსეთი – $87.8 მილიონი(+105%)
2. სომხეთი – $69.8 მილიონი(+235%)
3. აზერბაიჯანი – $51.9 მილიონი(+11%)
4. ყაზახეთი – $32.8 მილიონი(+433%)
5. ჩინეთი -$31.7 მილიონი(+14%)
6. თურქეთი – $31.3 მილიონი(+14%)
7. ბულგარეთი – $25.7 მილიონი(-48%)
8. ესპანეთი – $19.2 მილიონი(+ 332%)
9. პერუ – $17 მილიონი(+461%)
10. ყირგიზეთი – $16.5 მილიონი,(+1,031%).