რუბლის კურსი დაეცა აშშ დოლარის, ევროსა და ჩინური იუანის მიმართ.
ერთი დოლარის კურსმა 81,8975 რუბლი შეადგინა. ევრომ – 89,5825 რუბლი, ხოლო ჩინური იუანი 11,855 რუბლამდე გამყარდა.
რუბლის რეალური ეფექტური კურსი იანვარ-მარტში 14,7%-ით არის შემცირებული.
ექსპერტების შეფასებით, რუბლის გაუფასურება ნავთობის გაიაფებამ განაპირობა.
ნავთობის ფასის ვარდნა გუშინ საღამოს ოდნავ შეანელა ინფორმაციამ, შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგების შემცირების შესახებ. ამის გამო, ბაზრის მონაწილეებს საწვავზე მოთხოვნის გაზრდის საშიშროება გაუჩნდათ, რამაც ფასის კლება გამოიწვია.
Brent-ის ივნისის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე დაეცა $83,15-მდე. ხოლო WTI-ის მაისის ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე $79,23-მდე ჩამოვიდა.
რუსეთში ვარაუდობენ, რომ აპრილში დოლარის კურსი 81 რუბლზე ზემოთ იქნება. რადგან, ერთი მხრივ, იზრდება რუსეთის ბიუჯეტის ხარჯები და მეორე მხრივ, ნავთობის გაძვირების რეალური წინაპირობა ნაკლებად არსებობს.
პირველი კვარტალში ჩინეთის მშპ-ის დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, სამრეწველო აქტივობა ჩინეთში კვლავ საკმაოდ შენელებულია, რაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს არ იძლევა.