რუსული რუბლის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ ბოლო ერთი წლის მინიმუმზეა, ცენტრალური ბანკის გაზრდილი ინტერვენციებისა და ნავთობის გაძვირების მიუხედავად.
მოსკოვის ბირჟაზე ერთი იუანი 13,59 რუბლამდე გაიზარდა, რაც მისი მაქსიმალური ფასი გასული წლის ოქტომბრის შემდეგ.
ბირჟის გარეთ ვაჭრობაზე აშშ დოლარი 96,27 რუბლამდე გაძვირდა, რაც ასევე ერთი წლის რეკორდია, ხოლო ევროს კურსი 105,58 რუბლზე დაფიქსირდა.
ივნისში რუბლი 17%-ზე მეტით გაუფასურდა იუანთან მიმართებაში, დოლართან მიმართებით 15%-ით და ევროსთან თითქმის 10%-ით. აგვისტოს ბოლოდან კი გაუფასურება თითქმის შეუჩერებელი გახდა.
რუბლის დასუსტებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დასავლეთის სანქციებმა, რამაც შეზღუდა უცხოური ვალუტის შესვლა რუსულ ბაზარზე.
ამერიკული სანქციების საფრთხის გამო, რუსული კომპანიებისთვის გადახდები შეზღუდეს ჩინურმა ბანკებმაც. შესაბამისად, რუსული ბაზარი სექტემბრის დასაწყისიდან ჩინური ვალუტის მკვეთრ დეფიციტს განიცდის და სიტუაცია ოქტომბერში გაუარესდა.