აშშ დოლარის ფასმა 101 რუბლის ნიშნულს გადააჭარბა. რუსული ვალუტა ამერიკული ვალუტის მიმართ ერთ წელიწადში თითქმის 2-ჯერ გაუფასურდა.
დღეისათვის 1 აშშ დოლარის მიმართ მისი კურსი 101,75 რუბლს შეადგენს.
რუსული რუბლი მკვეთრად უფასურდება სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაშიც.
1 ევრო ამ დროისთვის 106,9 რუბლი ღირს.
ჩინური იუანის კურსი 14,1 კაპიკით გაიზარდა და 13,868 რუბლს შეადგენს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რუბლის განახლებული გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთში სექტემბრის საგადასახადო პერიოდის დასრულება იყო.
რუბლს ასევე აუფასურებს ნავთობის მაღალი ფასები და რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის შესამჩნევი ზრდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში (წლიურ 13%-მდე), რომელიც როგორც რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობიდან ჩანს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.
რუბლის პრობლემები აღიარა რუსეთიოს პრეზიდენტმაც.
„დიახ, გვაქვს პრობლემები, ვხედავთ – ექსპორტიორებისგან შემოსავლების დაბრუნების შეზღუდვა, ეროვნული ვალუტის შესუსტება. ამას ვხედავთ, ამაზე რეაგირებს ცენტრალური ბანკიც და მთავრობაც. დარწმუნებული ვარ, ნაბიჯები სწორია და იქნება კარგი შედეგი იყოს“, – განაცხადა გუშინ, ვალდაის კლუბში გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა.