რუბლი ძირითადი ვალუტების მიმართ მკვეთრად გაუფასურდა.
გუშინდელი, 2 აგვისტოს ვაჭრობის შემდეგ, რუსული ვალუტა დოლარის, ევროსა და იუანის მიმართ კიდევ დაეცა და მისი კურსი 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
1 აშშ დოლარის ოფიციალურმა კურსმა 94,16 რუბლი შეადგინა. 1 ევრო 103 რუბლამდე გაძვირდა. ხოლო 1 ჩინური იუანის ფასი 13,07 რუბლამდე გაიზარდა.
კურსის ვარდნა ინვესტორების პესიმისტურმა მოლოდინებმა გამოიწვია.
ინვესტორები ვარაუდობენ, რომ რუბლის კურსზე უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის საგარეო სავაჭრო ბალანსის შესაძლო გაუარესება, კერძოდ, იმპორტის გაზრდა და ექსპორტის შემცირება.