კრიშტიანუ რონალდუ თავის ყოფილ გუნდს იმის გამო უჩივის, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადა.
პორტუგალიელი თავდამსხმელისთვის, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში თამაშობს, იუვენტუსს €19,9 მილიონის ($21 მილიონი) გადახდა მოუწევს.
მაისში იტალიურ საფეხბურთო გიგანტს $751,000-ის ჯარიმის გადახდა მოუხდა იმის გამო, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს მოთამაშეების ხელფასის შესახებ დოკუმენტები გააყალბა.
იანვარში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) იუვენტუსს ფინანსური თაღლითობისთვის სასჯელის სახით 15 ქულა ჩამოაკლო. ასევე იუვენტუსის რამდენიმე ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელ პირს აეკრძალა იტალიურ საფეხბურთო ლიგაში თანამდებობების დაკავება.
იუვენტუსმა 2020 და 2021 წლებში ხელფასები შეამცირა COVID-19-ის გამო. პირველ ეტაპზე შემცირება ყველა მოთამაშეს და კლუბის წარმომადგენელს შეეხო. მათ შორის იყო მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარიც.
რონალდუ იუვენტუსს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. მის შესაძენად იუვენტუსმა €100 მილიონი გადაიხადა. გუნდის შემადგენლობაში პორტუგალიელმა 98 თამაში ჩაატარა და 81 გოლი გაიტანა.