საქართველოში აქტიური მობილური ტელეფონების რაოდენობა 5,2 მილიონს აჭარბებს.
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული Samsung-ის მობილური ტელეფონია, შესაბამისად, ამ ბრენდს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
1.Samsung-ს აბონენტების 38,4% იყენებს. აღსანიშნავია, რომ მისი წილი 2021 წელთან შედარებით შემცირებულია (მომხმარებლების 39% ფლობდა).
2. Apple-ის მომხმარებლების წილი 15,1%-დან 2022 წელს 18%-მდე გაიზარდა.
3. Xiaomi-ის წილი 13,1%-დან 14,6%-მდე არის გაზრდილი.
სხვა მობილური ტელეფონების წილი 29%-ს შეადგენს.
მოსახლეობის 11,9% მობილური ტელეფონი არ აქვს
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს, მობილურ ტელეფონს 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 88.1% ფლობდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1.8%-ით მეტია.
ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.3%-ით გაიზარდა და შესაბამისად 92% და 82% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 11,9%-ს მობილური ტელეფონი არ აქვს. ქალაქად მობილური ტელეფონი არ აქვს 8%-ს, ხოლო სოფლად ასეთი 18%-ია.
ამასთან, მობილური ტელეფონის ფლობის მაჩვენებელი ყველა კატეგორიის მომხმარებლებში იზრდება.
მობილური ტელეფონის ფლობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში – 98,4%. 30-დან 59 წლამდე ასაკის მოსახლეობის 96,5%-ს აქვს მობილური ტელეფონი. 60 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში მობილურის ფლობის მაჩვენებელი 79,7%-ია, ხოლო 6-14 წლამდე – 61,5%.