Toyota Corolla ლიდერობს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მანქანების რეიტინგს. ნოემბრის ბოლოს ის უპირატესობას ინარჩუნებდა Tesla Model Y-თან შედარებით. მონაცემებს პორტალი Focus2Move აქვეყნებს.
Toyota Corolla-ს 2024 წელს საავტომობილო ბაზრის ლიდერის მყარი პოზიცია უკავია, 1,004 მილიონი გაყიდული ავტომობილით. Tesla Model Y-ის გაყიდვების მაჩვენებელი “მხოლოდ” 973,463 ახალ მანქანას (-4,2%) შეადგენს. მესამე პოზიციაზე Toyota RAV4-ია 925,332 გაყიდული ერთეულით. ათეულში ასევე შევიდა Kia Sportage.
TOP 10 ასე გამოიყურება:
1.Toyota Corolla – 1,004 მილიონი (-1,3%);
2.Tesla Model Y – 973 463 (-4,2%);
3.Toyota RAV4 – 925 332 (+12,3%);
4.Ford F-Series – 814,151 (+0,6%);
5.Honda CR-V – 667,218 (+5,7%);
6.Chevrolet Silverado – 577 103 (+0,3%);
7.Hyundai Tucson – 552 877 (-2,6%);
8.Toyota Camry – 530 895 (-7,9%);
9.BYD Song – 509,735 (+47.4%);
10.Kia Sportage – 490 322 (+4,1%).