ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი დაეცა, ერთის კი გაიზარდა – ასეთია დღეს, 16 მაისს, ვაჭრობის გახსნიდან ერთი საათის განმავლობაში არსებული მონაცემები. შემცირდა “საქართველოს ბანკის” და „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ღირებულება, „თიბისის“ კი გაიზარდა.
თბილისის დროით 12:00 საათისთვის:
“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 1.83%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 40.30 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.859 მილიარდი სტერლინგია.
რაც შეეხება TBC PLC-ის აქციების ღირებულებას, აქ მცირედი მატება დაფიქსირდა და გახსნიდან ერთ საათში ბანკის აქციების ღირებულებამ 0.20%-ით მოიმატა. ამ დროისთვის ერთი აქცია 25.35 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.401 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 5.08%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.35 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 420.34 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ცნობისათვის, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ აქციები 12.08%-ით შემცირდა, „თიბისი ბანკის“ – 14.92%-ით და „საქართველოს კაპიტალის“ – 8.8%-ით.