ინვესტიციებისთვის უსაფრთხო აქტივების – ოქროს ფასი და დოლარის კურსი შემცირდა. დაიკლო ნედლი ნავთობის ფასმაც, რადგან ბაზარზე მიწოდებასთან დაკავშირებული რისკები შემცირდა. კერძოდ, ირანმა პარასკევს განაცხადა, რომ ისრაელის მიმართ საპასუხო ქმედების განხორციელებას არ აპირებს.
ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ არც ისრაელს და არც ირანს, ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ესკალაცია არ სურთ, რამაც ინვესტორების შეშფოთება გარკვეულწილად შეამცირა.
ინვესტორები ახლა აშშ-ის ფედერალური რეზერვის(Fed) გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის დაიწყებს Fed საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. ფედერალური რეზერვი არ ჩქარობს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას, მაღალი ეკონომიკური მონაცემებისა და კვლავაც მაღალი ინფლაციის ფონზე.
ასევე, ინვესტორებს შორის კვლავ არსებობს ჩიპების წარმოების სექტორის მოგებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთება.
დოლარის ინდექსი, რომელიც აჩვენებს მის კურსს ექვს მთავარ ვალუტასთან მიმართებაში, შემცირდა 0.05%-ით 106.05-მდე. ის გასულ კვირას ხუთი თვის პიკზე იყო.
ოქრო და ნავთობი გაიაფდა
ოქრო გაიაფდა და $2,367,75 შეადგინა. წინა კვირას მისი ფასიც 2,431,29$-ის ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.
ნედლი ნავთობის ფასი დაეცა, აშშ-ს მარაგების ზრდასთან ერთად. Brent-ის ფიუჩერსები ბარელზე $86,62-მდე დაეცა. აშშ-ის WTI ნავთობის ფასი კი ბარელზე $82,51-მდე შემცირდა, ხოლო ივნისის კონტრაქტები კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე $81,58-ზე ჩამოვიდა
ანალიტიკოსების შეფასებით, სანამ WTI $80-ზე დაბლა არ დაიწევს, ნავთობის გაძვირების ტენდენცია ჯერ კიდევ არსებობს.