ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ქართული კომპანიების აქციების ღირებულება სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი გაიზარდა, „საქართველოს ბანკის“ კი დაეცა.
თბილისის დროით 15:00 საათისთვის:
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ღირებულება 1.43%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.85 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.735 მილიარდი სტერლინგია.
„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 1.48%-ით გაიზარდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 9.63 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 402.57 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა 15 მაისის ვაჭრობის შემდეგ დაიწყო, მოგვიანებით მცირედით დასტაბილურდა.