„ეს გზა ერთად გავიარეთ. დღე და ღამე ვიარეთ და ეს მოვალეობა ისევ მომეცით. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თურქეთის აშენებას და გაახალგაზრდავებას. ამ არჩევნებში გამარჯვებული თურქეთია. გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა“, – ასე მიმართა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევის შემდეგ პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ მხარდამჭერებს.
„ამ არჩევნებში გამარჯვებული თურქეთია, გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა“, – თქვა მან.
მისი თქმით, ქვეყნის 85 მილიონმა მოქალაქემ გაიმარჯვა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხრეებთან ერთად ააშენებს თურქეთის მომავალს და თქვა, რომ ქვეყანაში ყველაზე აქტუალური საკითხი ახლა ინფლაციაა და ამ პრობლემის მოგვარებაც არ არის რთული.
მისი თქმით, თურქეთის დანგრეული ქალაქების აღდენა ისევ მთავარი პრიორიტეტი იქნება.