ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით,
- საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის 150.200 მლნ ევრო ღირს;
- ჩეხეთის ნაკრების ღირებულება 137.450 მლნ ევროა;
- თურქეთის ნაკრები- 306.450 მლნ ევროდ არის შეფასებული
- პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჯგუფში ყველაზე ძვირია და მისი ღირებულება 1.06 მლრდ ევროს შეადგენს.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან ძირითად და დამატებით დროში 0:0 ითამაშა, პენალტებში 4:2 იმარჯვა. ამ გამარჯვების შედეგად ქართველმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვეს.