Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:50 საათისთვის ერთი დოლარი 2.7709 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7690 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 24 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7246 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9540 ლარია.
გთავაზობთ, რამდენიმე კომერციულ ბანკსა და თბილისში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ამ დროისათვის, „საქართველოს ბანკში“ ერთი ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.8300 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7300 ლარად შეეძლებათ. ერთი ევროს შეძენა 3.0840 ლარადაა შესაძლებელი, გაყიდვა კი 2.9490 ლარად.
„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8250 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა – 2.7150 ლარად. ერთი ევრო 3.0800 ლარი ღირს, გაყიდვა კი შესაძლებელია 2.9370 ლარად.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურების კურსს, ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0200-3.0250 ლარის ფარგლებში შეეძლებათ, გაყიდვა კი 2.9700-2.9900 ლარად.
ერთ დოლარს სავალუტო ჯიხურებში 2.7700-2.7800 ლარად იყიდით, ხოლო მის გაყიდვას 2.7550-2.7700 ლარის ფარგლებში შეძლებთ.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, 24 მაისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7246 ლარია.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.