საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის, მომხმარებლები ინტერნეტს აუდიო/ვიდეო კავშირისთვის იყენებს. ასევე მაღალია სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელიც. ყველაზე ნაკლებად ინტერნეტ ქსელებს მომხმარებლები სამუშაოს მოძიების მიზნით იყენებენ.
ბოლო სამ თვეში ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა:
- ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%)
- სოციალური ქსელების გამოყენება (94.6%)
- ინტერნეტბანკინგით სარგებლობა (50.4%)
- ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (47.2%)
- ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (46.6%),
- საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.1%)
- ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (37.9%),
- პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (15.5%)
- სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.8%).
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების
91.5%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება.
ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 4.1%-ით და შესაბამისად, 94.5% და 87.5% შეადგინა.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად, 97.8% და 95.8% შეადგინა.