თხილის მოსავლიანობა საქართველოში დაბალია – 0.62 ტონა/ჰექტარზე (ნაჭუჭიანი).
ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება თურქეთის (1.03), აზერბაიჯანის (1.40) და მსოფლიო საშუალო (1.13) მოსავლიანობას.
2022 წელს დაბალი მოსავალი უკავშირდება მომატებულ ნალექს მოსავლის მოკრეფის პერიოდში. აღნიშნულის შედეგად, თხილში იმატებს წყლის შემცველობა, რაც შემდგომში პროდუქტს აფუჭებს. დაბალი მოსავლიანობის კიდევ ერთი მიზეზი ნერგების არასწორი მოვლა და სასუქის არ გამოყენებაა. სასუქებს უდიდესი გავლენა აქვს წარმოების მოცულობაზე და ხარისხზე, შეწამვლა კი ფაროსანას ეფექტის უარყოფით ზეგავლენას ამცირებს. ასევე, აღსანიშნავია თხილის წარმოების ფრაგმენტაცია, რაც წარმოებისთვის კაპიტალის ნაკლებობას განაპირობებს.
მოსავლიანობის მსოფლიო საშუალომდე მომატების შემთხვევაში, საქართველოს აქვს წარმოების გაორმაგების პოტენციალი. საშუალო მოსავლიანობა არსებული 0.62-დან გაუმჯობესდება 1.0-მდე, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია წარმოების ზრდა 25.2 მილიონ კილოგრამამდე 2030 წელს.
თხილის სექტორის ზრდისთვის საჭიროა საშრობების და გადამუშავების განვითარება, რადგან ხარისხის შემცირებას იწვევს არასწორი პოსტ-ჰარვესტი. ამის გამო ყოველწლიურად იმატებს თხილის საშრობებში ინვესტიციები, მათ შორის სამთავრობო პროგრამების ფარგლებში.