Tbc Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება ვალუტის დეპოზიტების ზრდამაც განაპირობა.
კერძოდ, 26 თებერვლიდან დღევანდლამდე მოყოლებული, ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა აღინიშნება, რაც ხშირად ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ეს ფაქტორი დროებითია და ხშირად საპირისპირო მიმართულებით იცვლება.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თებერვლის წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებას აჩვენებს.
საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარი მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას ე.წ. გრძელვადიანი ტენდენცია განაპირობებს.