გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დეტალებს ასაჯაროებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.
პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას.
ხილის გადამმუშავებელი საწარმოებს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულება ეკისრებათ, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამუშავდა 21,768 ტონა ვაშლი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.
აღნიშნული პროგრამა შარშანაც მოქმედებდა. არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებს რომლებიც 2023 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 15 დეკემბრამდე, სუბსიდიას 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე – 0.10 ლარის ოდენობით გადაუხადეს.
სუბსიდირების პროგრამა წლებია მოქმედებს. 2022 წელს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 5.338 მილიონი ლარი გაიხარჯა. 2023 წელს კი სუბსიდიის მოცულობა 2.1 მლნ ლარი იყო.