საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ის წლის ბოლოს დასრულდება.
მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი. პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 2 მონაკვეთზე, რომელიც ჯამში, 31 კმ-ია, ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლით გზას მოიცავს.
გზა გარე განათების სისტემით იქნება აღჭურვილი და ის 110 კმ. საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.
პირველი მონაკვეთი – ვაზიანის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში გასულ წელს შევიდა და ახალი გზის 4 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.