პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ევროპული ტურნე შედგა. ჩინეთის ლიდერი 7-8 მაისს, საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვია.
როგორც დასავლური მედია წერდა, ეს ქვეყნები ჩინეთის სტრატეგიული და ეკონომიკური მიზნების გათვალისწინებით იყო არჩეული.
ჩინეთის მიზანია, დაარღვიოს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის ერთიანობა.
სამი ქვეყნიდან თითოეული, სადაც სი ძინპინი ჩავიდა, როგორც Financial Times წერს, განიხილება პოტენციურ ბერკეტად, დასავლეთში ბზარების გასაჩენად.
ფრანგული მიმართულება
ჩინეთში მოსწონთ საფრანგეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ ევროპამ უნდა მიაღწიოს „სტრატეგიულ ავტონომიას“ შეერთებული შტატებისგან.
სი ძინპინის მთავრობა აღაფრთოვანა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მინიშნებამ, რომ ევროპა არ იყო დაინტერესებული ტაივანის დასაცავად ჩინეთის პოტენციური შემოჭრისგან. ჩინელებმა მადლიერებით აღნიშნეს, რომ საფრანგეთმა დაბლოკა ტოკიოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნის მცდელობა.
პარიზის შეხვედრების დღის წესრიგის სათავეში იყო სავაჭრობის საკითხები. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთი გააფრთხილა: „იმისთვის, რომ ვაჭრობა იყოს სამართლიანი, ერთმანეთის ბაზრებზე წვდომა ასევე უნდა იყოს ორმხრივი“.
შეხვედრის დროს, მაკრონმა გამოთქვა შეშფოთება ფრანგული კონიაკის, კოსმეტიკისა და სხვა ევროპული ბრენდების წინააღმდეგ დაწყებული ჩინურ ანტიდემპინგური გამოძიების გამო.
გარდა ამისა, ქვეყნების ლიდერების შეხვედრების დღის წესრიგშია ჩინურ ელექტრომობილების საკითხი.
როგორც ცნობილია, ჩინეთში წარმოებულმა ელექტრომობილებმა უზარმაზარი ეკონომიკური უპირატესობა მოიპოვეს ევროპელ და ამერიკელ კონკურენტებთან შედარებით. ელექტრომობილების ექსპორტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკისთვის. მაგრამ ევროკომისიამ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო ჩინურ ელექტრომობილების წინააღმდეგ, რასაც საფრანგეთი ძლიერად უჭერს მხარს.
ვიზიტის სერბეთში
სი ძინპინის ვიზიტი ემთხვევა კოსოვოს ომის დროს ნატოს მიერ ბელგრადში, ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25 წლის იუბილეს. ამ ვიზიტით ჩინეთი ხაზი გაუსვამს არგუმენტს, რომ ნატო არის აგრესიული და საშიში ორგანიზაცია, რასაც ასევე მხარს უჭერს რუსეთი.
ჩინეთი ბოლო ათი წლის განმავლობაში ცდილობს კავშირების გაძლიერებას ბალკანეთის რეგიონთან, როგორც მისი „ერთი სარტყელი- ერთი გზის“ ინიციატივის ნაწილთან. ჩინეთი ახლა ყველაზე დიდი უცხოელი ინვესტორია სერბეთში. აფინანსებს არაერთ სფეროს, ქარხნებიდან და სამთო მოპოვებიდან ელექტრომობილებამდე და რკინიგზას, რომელიც აკავშირებს ბელგრადსა და ბუდაპეშტს.
გეგმები უნგრეთში
სი ძინპინის მესამე გაჩერება უნგრეთია. ქვეყანა ნატოს წევრია, თუმცა, ქვეყნის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა თავი გამოიჩინა, როგორც ყველაზე პრორუსულმა ლიდერმა დასავლურ ალიანსში. უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის რამდენიმე რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებს ჩინეთს.
ამასთან, უნგრეთი სარგებელს მიიღებს ჩინური ავტომობილების ევროპაში იმპორტისგან. ელექტრომობილების ჩინელი მწარმოებელი გეგმავს, რომ ევროპაში თავისი პირველი ქარხანა უნგრეთში გახსნას.
ის ფაქტი, რომ სი ძინპინი პეკინში დაბრუნებისთანავე უმასპინძლებს ვლადიმერ პუტინს, აღრმავებს ევროპელების შიშს, ჩინეთის ჭეშმარიტ ზრახვებთან დაკავშირებით.