TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის პროგნოზი სამომხმარებლო ფასებთან და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასეთია:
მისი შეფასებით, აპრილის ინფლაცია საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო დაბალია. ხოლო ინფლაციის ყოველთვიური დინამიკა აჩვენებს, რომ ადგილობრივი და, დიდწილად, მომსახურების ფასები უკვე რამდენიმე თვეა სამიზნე მაჩვენებლის დონეზეა.
მთავარი ეკონომისტის შეფასებით, თუ ლარი არ გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება მალე მინუს მაჩვენებლით იქნება წარმოდგენილი.
„დეფლაცია არ იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა, ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების კუთხით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ცალკე აღებული ეს ფაქტორი სამომავლოდ ლარის კურსისთვის ნეგატიურია“, – აღნიშნავს TBC Capital.
ამ გარემოებისა და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ლარის კურსის გამყარება გრძელდება და ბოლო პერიოდში დაკრედიტებაშიც უცხოური ვალუტა ჭარბობს, მთავარი ეკონომისტი ფიქრობს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი უკვე ამ კვირაში დაიწყება.
მისი პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით დაიწევს, ხოლო წლის ბოლომდე, არსებული 11%-დან, სულ მცირე, 9.5%-მდე მაინც შემცირდება.