ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს უეფა ფინანსურ ჯილდოებს გადასცემს.
როგორ ანაწილებს უეფა საპრიზო თანხას?
თანხა ტურნირის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად იზრდება.
ევრო 2024-ის მთლიანი საპრიზო ფონდი შეადგენს 331 მილიონ ევროს, იგივე თანხას, რაც ევრო 2020-ს დროს იყო. ეს თანხა ნაწილდება 24 გუნდზე.
ჩემპიონატში მონაწილეობის პრიზი 9,25 მილიონი ევროა, შესაბამისად საქართველოს ნაკრებს ეს თანხა ტურნირის დაწყებისთანავე გარანტირებული ჰქონდა.
მერვედფინალში გასვლისთვის გუნდი კიდევ 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.
მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებისთვის საფეხბურთო გუნდი უეფასგან იღებს 2,5 მილიონ ევროს.
ნახევარფინალში გასული ნაკრები კიდევ 4 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება.
მეორე ადგილზე გასული გუნდი 5 მილიონ ევროს მიიღებს.
ხოლო გამარჯვებულს 8 მილიონი ევრო გადაეცემა.
მაქსიმუმი, რომელსაც შეუძლია გუნდმა ევრო 2024-ზე მოიგოს, 28,25 მილიონი ევროა.