რუსეთში სამდღიანი ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ვლადიმერ პუტინი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესახებაც ელაპარაკა.
განხილული თემების ჩამონათვალში იყო რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის, ბუნებრივი აირის, აგრარული პროდუქციის, კერძოდ მარცვლეულისა და ხორცის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა. თუმცა, თანამშრომლობის ყველა პროექტი, რომელიც მოლაპარაკებების დროს იყო განხილული, გრძელვადიანია. ასე რომ, ამ მომენტისთვის, რუსულ ბიზნესებზე, რომლებიც დასავლეთის სანქციებისგან ფინანსურად ზარალდებიან, მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
პუტინს, პირველ რიგში, ჩინეთში რუსული გათხევადებული აირების(LPG) ექსპორტის გაზრდა სურს. რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთში LNG-ის მიწოდებას გაზრდის. პუტინის თქმით, შეთანხმდნენ Power of Siberia-2 პროექტის ძირითად პარამეტრებზე. კერძოდ, ამ გაზსადენით, ციმბირის საბადოებიდან, მონღოლეთის გავლით, ჩინეთი წელიწადში 50 მლრდ. კუბ. მეტრ ბუნებრივი აირს მიიღებს.
ჩინეთი გათხევადებული აირების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია და რუსეთში იმედოვნებენ, რომ მომავალში მოთხოვნა შესაძლოა კვლავ გაიზარდოს.
LNG -ის ექსპორტს გაზპრომი ახორციელებს. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებაზე ექსპორტის გაზრდით, ევროპიდან დაკარგულ შემოსავალს აინაზღაურებს. ახალი მაგისტრალის ამოქმედება 2030 წელს იგეგმება. მანამდე გაზპრომს არ ექნება შესაძლებლობა, რომ ბუნებრივი აირის იმ მოცულობას მიაღწიოს, რასაც ევროპას აწვდიდა. გარდა ამისა, ჩინეთში ექსპორტირებული გაზის ფასი შესაძლოა უფრო დაბალი იყოს, ვიდრე ევროპისთვის ჰქონდა.
მოსკოვი ასევე მზადაა, ჩინეთში ნავთობის უწყვეტი მიწოდება გაზარდოს. ჩინეთთან ერთობლივი პროექტების გაფართოების იმედი აქვს როსნეფტს.
ექსპორტის გაზრდის სურვილი აქვს ალუმინის მწარმოებელ რუსალს (Rusal). კომპანიამ ავსტრალიისა და უკრაინის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ, შემოსავლები დააკლდა. რუსულ ალუმინს გასაღების ბაზარი აშშ-აც ჩაუკეტა, ამიტომ ომპანია ფიქრობს, რომ პროდუქცია ჩინეთში გადაამისამართოს, სადაც ალუმინზე მოთხოვნა იზრდება.
ჩინეთის ხორცის ექსპორტის გაზრდა სურს რუსულ სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგრუსაგროს (Rusagro). რუსაგრო ღორის ხორცის მესამე უმსხვილესი მწარმოებელია რუსეთში.