ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩამოსვლას 12 თებერვალს გეგმავს. ეს იქნება თურქეთში მისი პირველი ვიზიტი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის ახალ მექანიზმებს განიხილავს. ვიზიტის შესახებ Reuters საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობს მარცვლეულის ექსპორტის სხვა მექანიზმზე გადასვლის შესაძლებლობა და ახლა ვმუშაობთ ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად“, – თქვა ფიდანმა.
მისი თქმით, ზოგიერთ გემს შეუძლია უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვა „მარცვლეულის შეთანხმების” გარეშეც.
„მარცვლეულის შეთანხმება”
2023 წლის ივნისში რუსეთი გავიდა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, რომელშიც მასთან ერთად, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობდა.
მოსკოვის მუქარის მიუხედავად, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს ჩაძირავდა, კიევმა ახალი დროებითი მარშრუტებით დაიწყო საქონლის ტრანსპორტირება. სავაჭრო გემები ამჟამად უკრაინის შავი ზღვის პორტებისკენ რუსეთთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მოძრაობენ.