რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბაქოში ვიზიტის შემდეგ, აზერბაიჯანმა BRICS-ის ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა.
ეს განცხადება ბაქოში ილჰამ ალიევსა და ვლადიმერ პუტინს შორის მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ინფორმაცია BRICS-მა სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
BRICS 2006 წელს შეიქმნა. მასში თავდაპირველად გაერთიანდა ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. ორგანიზაცია თანდათან გაფართოვდა. მას შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებულ საემიროები. ბლოკში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს მალაიზიაც.
ამ ქვეყნების გაერთიანების მიზანი დასავლური გავლენის შესუსტებაა. წევრი ქვეყნები ცდილობენ ჰქონდეთ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა, რათა მოიპოვონ მსოფლიოში მზარდი გავლენა და გახდნენ აშშ-ის საპირწონე. კავშირის ერთ-ერთი მიზანი აშშ დოლარის, როგორც დომინანტი ვალუტის დასუსტებაა.
BRICS-ის ამჟამად რუსეთი თავმჯდომარეობს.
2023 წელს BRICS-ის საერთო მშპ გლობალური მშპ-ის 35,7%-მდე გაიზარდა.