საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, 10 მაისს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან და ის 17:00 საათზეა დანიშნული.