საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორის – ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.
„ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნიკა გვარამიამ ერთი წელიწადი და 1 თვე გაატარა ციხეში. მას 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი.