ლისაბონსა და პორტუგალიის სხვა ქალაქებში საცხოვრებელი ბინებისა და ქირის ფასების ზრდას აპროტესტებენ. უძრავი ქონების გაძვირებამ გააუარესა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში მაღალი ინფლაციის არსებობას განიცდიდა.
ლისაბონში ბინის ქირა 2015 წლის შემდეგ 65%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბინების გასაყიდი ფასი, ამავე პერიოდში, საშუალოდ, 137%-ით გაიზარდა. უძრავი ქონების კომპანიების მონაცემების მიხედვით, მხოლოდ გასულ წელს ქირა გაიზარდა 37%-ით, უფრო მეტად, ვიდრე ბარსელონაში ან პარიზში. ლისაბონში ერთოთახიანი ბინის ქირის საშუალო ფასი დაახლოებით €1350-ია.
პორტუგალია დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, სადაც სამთავრობო მონაცემები აჩვენებს, რომ დასაქმებულების 50%-ზე მეტი, გასულ წელს, თვეში €1000-ზე ($1,084) ნაკლებს გამოიმუშავებდა. მინიმალური თვიური ხელფასი ქვეყანაში €760-ს შეადგენს.