ეროვნული ბანკი შიდა და გარე გამოწვევების ანალიზისას ამბობს, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობამ მოიმატა.
სებ-ი მიიჩნევს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია.
ამასთან, სებ-ის შეფასებით, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს.
თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის.