საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში $496.6 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემზე 53.3% -ით მეტია.
ინვესტიციების თითქმის ნახევარი ნიდერლანდებიდან არის განხორციელებული. მისი წილი მთლიან ინვესტიციებში 48,2%-ს შეადგენს. იაპონიის წილი 12,7%-ია, აშშ-ის წილად ინვესტიციების 11% მოდის.
FDI ქვეყნების მიხედვით:
-
ნიდერლანდები – $239.6 მილიონი
-
იაპონია – $63.2 მილიონი
-
აშშ – $54.7 მილიონი
-
თურქეთი – $47.0 მილიონი
-
რუსეთი – $28.2 მილიონი
-
მარშალის კუნძულები – 23.7 მილიონი
-
ყაზახეთი – $20.0 მილიონი
-
ჩინეთი – $19.9 მილიონი
-
დანია – $11.1 მილიონი
-
შვეიცარია – $10.3 მილიონი
ქვეყანაში შემოსული ინვესტიციებიდან $300 მილიონი სააქციო კაპიტალში ჩაიდო, რეინვესტირების მოცულობა $190 მილიონს შეადგენს, ხოლო სავალო ვალდებულებებისთვის $7 მილიონი ჩაირიცხა.
2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – $226.3 მილიონი დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ჩაიდო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6%-ია.
მეორე ადგილს ვაჭრობის სექტორი იკავებს $90.7 მლნ-ით (18.3%), $43.3 მილიონით (8.7%) მესამე ადგილზე ტრანსპორტის სექტორია.