პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. ოპოზიციაც ადრე თუ გვიან, შევა საკანონმდებლო ორგანოში.
“პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. ოპოზიცია როგორც მაშინ – 2020 წელს, პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასევე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ”,– თქვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მათი მხრიდან სიის ჩახსნა პარლამენტის ლეგიტიმაციას ხელს ვერ შეუშლის.
“ქართველი ამომრჩეველი სულელი ჰგონიათ. მათ ამ ყველაფერზე 2020 წელს აქვთ ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული. ტყუილია, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება. პარლამენტი ძალიან კარგად იქნება ლეგიტიმური – პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს”, -თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროსითვის არსებული მონაცემებით, “ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი ერგება.