საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ხელფასი თითქმის 50%-ით იზრდება.
კანონპროექტი, რომელიც ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს, პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ არის ინიცირებული.
კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების საბაზისო ხელფასი 3,626 ლარით გაიზრდება და 8,250 ლარს მიაღწევს. ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, 2025 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.
-
პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება 3260 ლარით გაიზრდება და ის 10 000 ლარს მიაღწევს;
-
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2,910 ლარით მეტს – ₾9,250 ლარს აიღებს; ანალოგიურად მომატებულ ხელფასს მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც.
-
კომიტეტის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 3,460 ლარით – ₾9,000-მდე გაიზრდება;
-
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის 3 760 ლარით მოიმატებს და 8,500 ლარი გახდება.
კანონპროექტის თანახმად, დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა საქართველოს ბიუჯეტს წლიურად 5.7 მილიონი ლარი დაუჯდება.