საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ოქტომბერში, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, 11.3%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 13.2%- ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.9%-ით შემცირდა.
PMCG-ის ტურიზმის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სასტუმროების თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამეგრელო-ზემო სვანეთში (-2.6%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი – აჭარაში (-25%).
2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 11.1%-ით შემცირდა(წლიური ინდექსი).
აღსანიშნავია, რომ წლიური ფასები განსაკუთრებით შემცირდა საოჯახო სასტუმროების
კატეგორიისთვის (-18.7%). ხოლო 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.9%-ით არის შემცირებული.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო ქვემო ქართლში (26.0%), ყველაზე ნაკლები კი – თბილისში (-18.3%)
სასტუმროების ფასები
2023 წლის ოქტომბერში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 152 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 237 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 118 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა სექტემბერში 411 ლარი შეადგინა. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 562 ლარი შეადგინა, გურიაში – 530 ლარი, კახეთში – 517 ლარი, ხოლო აჭარაში – 319 ლარი.