ეროვნული ბანკების მონაცემებით, ოქტომბერში ბანკების კლიენტებმა მიმდინარე სავალუტო ანგარიშებიდან 14.6 მლრდ ლარის ეკვივალენტი დოლარი გაიტანეს. აქედან, არარეზიდენტებს გატანილი აქვთ 2.2 მლრდ ლარის შესატყვისი აშშ დოლარი. ამავე პერიოდში ევროს მიმდინარე ანგარიშებიდან გატანილია 3.9 მლრდ ლარის ეკვივალენტის თანხა(აქედან არერეზიდენტების ტრანზაქციები შედარებით მცირე იყო, სულ 300 მლნ-მდე ლარის ეკვივალენტი ევროში).
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ქართულ ბანკებში ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშებზე სულ 28.9 მლრდ ლარის (მიმდინარე ანგარიშები, მოთხოვნამდე და ვადიანი ანაბრები) სავალუტო დეპოზიტებია (დოლარში ევროსა და ფუნტ სტერლინგში) განთავსებული. ერთი თვის წინ, 1 ოქტომბრისთვის მათი მოცულობა 27.9 მლრდ. ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალუტო დეპოზიტების მოცულობა ოქტომბერში ერთი მილიარდი ლარით არის გაზრდილი.
პარალელურად კლებაა ლარის საანაბრე ანგარიშებზე. 1 ნოემბრის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში მეანაბრეებს 28.358 მლრდ ლარი აქვთ განთავსებული, რაც ნიშნავს, რომ ოქტომბრის თვეში ლარის ანგარიშებს 1.2 მილიარდი ლარი მოაკლდა. აღნიშნულ ანგარიშებზე 01.10.2023 წლისთვის 29.521 მლრდ. ლარი ფიქსირდებოდა.
ეს არ გულისხმობს, რომ საბანკო ანგარიშებიდან მოხსნილი თანხები მთლიანად მიმოქცევაში ჩაეშვა. ანგარიშის მფლობელებმა გატანილი თანხის ნაწილი შესაძლოა, გაანაღდეს, ნაწილი კი ვადიან საანაბრე ანგარიშზე ან სხვა სავალუტო ან ლარის ინსტრუმენტში გადაიტანეს.