ერთი უნცია ოქრო $2009-მდე გაძვირდა და ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია.
ძვირფასი ლითონი ნავთობის ფასის კლებამ გააძვირა. ღირებულებაზე ასევე იმოქმედა დოლარის გაიაფებამ და გლობალურ ბაზრებზე შექმნილმა არასტაბილურობამ.
ანალოგიური მიზეზით დაეცა აზიის საფონდო ინდექსებიც.
რას ელოდება ფინანსური ბაზარი?
მიმდინარე კვირის ბოლოს შეერთებული შტატებისა და ევროპის ინფლაციის მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს.
ხოლო 30 ნოემბერს დაგეგმილია ნავთობის მწარმოებლების შეხვედრა, რომელმაც შეიძლება, შეაჩეროს ან გაახანგრძლივოს ნავთობის ფასის ვარდნა.
ვარაუდობენ, რომ საუდის არაბეთმა შეიძლება, გაახანგრძლივოს ნავთობის დღიური მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირება (დამატებითი 1 მილიონი ბარელით ნაკლების მოპოვება), რომელსაც ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება.
მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ინფლაცია შემცირებული იქნება, რაც გაზრდის ალბათობას, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის შემდეგი ნაბიჯი განაკვეთების შემცირდება იქნება.
JPMorgan-ის პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცენტრალურმა ბანკებმა რეფინანსირების განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში შეამცირონ.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ არ ჩქარობენ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას.
წინასწარი პროგნოზით, მომავალ წელს ფედერალური რეზერვი განაკვეთებს შეამცირებს 80 საბაზისო პუნქტით, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკი – დაახლოებით 82 საბაზისო პუნქტით.