ინვესტორების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო ოქროს ფასმა ბოლო 4 თვის მაქსიმუმს მიაღწია და ახალ რეკორდულ ნიშნულს მხოლოდ $22 აშორებს.
Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსების ფასმა 1%-ით მოიმატა და ერთი უნცია $2506,2 ღირს.
ოქროს ფასს ზრდის აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი. მას ასევე აძვირებს ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობა, რადგან რისკების ჰეჯირებისთვის ძვირფასი ლითონი ყველაზე საიმედო აქტივია. ასევე, დამატებითი ფაქტორი, რომელიც ზრდის მოთხოვნას ძვირფას ლითონზე, არის ინდოეთში ოქროს იმპორტზე გადასახადების შემცირება.