ოქროს ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს – უნციაზე $2081,80-ს მიაღწია. ფასის ზრდა დაიწყო რამდენიმე საათის შემდეგ, რაც აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი +0,25%-ით გაზარდა.
ეს რეკორდული ნიშნულია 2020 წლის აგვისტოს შემდეგ.
ბოლო დროს ოქროს ფასი აშშ დოლარის დასუსტების ფონზე მუდმივად იზრდებოდა. აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილების შემდეგ კი პიკს მიაღწია.
ამ ფაქტორებთან ერთად, ოქროს გაძვირებას დამატებით ბიძგს აძლევს ეკონომიკური პრობლემები და სახაზინო შემოსავლების ვარდნა.