ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მონაცემების გავლენით ოქროზე მოთხოვნა გაზრდილია.
ოქროს აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე უნციაზე $1 936-მდე გაიზარდა..
ჩინეთის ეკონომიკა კვლავაც მოსალოდნელზე ნელ აღდგენას აჩვენებს.
ინვესტორები გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაში საფრთხეებს ხედავენ, ამიტომ თავდაცვის მიზნით, თავიანთ პორტფელებში ოქროს აქტივებს ინარჩუნებენ.
ინვესტორები შიშობენ, რომ ცენტრალური ბანკების მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკას რეცესიაში ჩააგდებს.