შვეიცარია იმ მცირე ქვეყნების ჩამონათვალში შედის, სადაც წელს ქართული პროდუქტის ექსპორტი გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ევროპის ამ ქვეყანაში ექსპორტმა თითქმის 11%-ით მოიმატა. საქართველოდან წელს $21.592 მლნ-ს პროდუქცია გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $19.463 მლნ.
აღსანიშნავია, რომ წელსაც, როგორც გასულ წლებში შვეიცარიაში ექსპორტირებული პროდუქციის თითქმის 95% დაუმუშავებელ ან ნახევრადდამუშავებულ ოქროზე მოდის. წელს ექსპორტის მოცულობამ $20.325 მლნ შეადგინა.
$594.6 ათასით მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები; მესამეზე $484.4 ათასით თხილი და სხვა კაკალი.
ხუთეულში შედის წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან – $77.5 ათასით და ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – $67.6 ათასით.
ცნობისათვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი წლიურად 21%-ით, $766.4 მლნ-დან $605.6 მლნ-მდე არის სემცირებული.