ოქროს ფასმა ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
დღევანდელი ვაჭრობის დროს უნცია ოქროს ფასმა $2450,05-ს მიაღწია.
ოქროს აძვირებს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინი. წინა კვირას გამოქვეყნებული ახალმა ეკონომიკური მონაცემები აშშ-ში ინფლაციის შენელებაზე მიუთითებს.
მოვაჭრეებმა საიმედო აქტივების შესყიდვა გააძლიერეს ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ, რამაც გაზარდა პოლიტიკური გაურკვევლობა ახლო აღმოსავლეთში.