ოქრო ბირჟაზე $2,502 ღირს და ის ამგვარად რეკორდულ ფასთან ახლოსაა.
პარასკევს უნცია ოქროს ფასმა რეკორდულ $2,509-ს გადააჭარბა, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია.
დღეს, 19 აგვისტოს დილის ვაჭრობაზე ძვირფასი ლითონის შემცირდა, მაგრამ მაინც $2,500 ნიშნულთან ახლოს რჩება.
ოქროს ღირებულების ყველა დროის პიკზე ასვლა აშშ-ს ფედერალური რეზერვის(Fed) მიერ სექტემბრის სხდომის წინ ლოგიკურად ჩანს. Fed-გან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ელოდებიან. ამას გაზრდილი გეოპოლიტიკურ დაძაბულობა და ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები ემატება. ამ ვითარების გამო ოქრო წელს 20%-ით მეტით არის გაძვირებული.
ოქროს ფასის ცვლილება 2023-24 წლებში:
ტრეიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ Fed განაკვეთებს დაწევს და ახლა მთავარია თუ რამდენი იქნება ეს შემცირება. უმრავლესობა განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით დაკლებას ვარაუდობს.
ეკონომისტების ოქროს გაძვირებას უწინასწარმეტყველებენ. მათი პროგნოზით, აშშ-ს ეკონომიკის შენელება, განაკვეთების მოახლოებული შემცირება, სუსტი დოლარი, მუდმივი გეოპოლიტიკური რისკები და გრძელვადიან პერსპექტივაში ოქროს ფასის ზრდას გამოიწვევს.
რაც შეეხება სხვა ძვრიფასი ლითონების ფასებს, ვერცხლი გაძვირდა 0,4%-ით და $29,11 შეადგინა უნციაზე, პლატინას ფასი თითქმის უცვლელია და ის $954,65-ად ივაჭრება, ხოლო პალადიუმის ღირებულება დაეცა 0,7%-ით, $944,43-მდე.