ოქროს ფასი მარტის შემდეგ პირველად ჩამოვიდა $1900-ზე ქვემოთ.
Comex-ზე უნცია ოქროს დეკემბრის ფიუჩერსები $1896,4-ად იბაჭრებოდა, რაც 1,2%-ით ნაკლებია წინა სავაჭრო დღის მაჩვენებელზე.
ოქროს ფასი სექტემბრის დასაწყისიდან 3.4%-ით არის შემცირებული.
ძვირფასი ლითონი, როგორც ალტერნატიული ინვესტიცია, როგორც წესი, ძვირდება, როცა საფონდო ბირჟები ეცემა. თუმცა, ამჯერად მისი ფასი გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ საფონდო ინდექსმა S&P 500 ამ თვეში 5%-ზე მეტად დაიკლო.
ამჯერად ოქროს გაიაფება ძლიერი დოლარით და გლობალურ ბაზრებზე ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდით შეიძლება აიხსნას.