ოქროს ფასმა დღეს დილით ყველა დროის მაქსიმუმს – უნციაზე $2304,09-ს მიაღწია. შემდეგ, ვაჭრობის პროცესში, მცირედით დაიკლო და $2,299-ზე გაჩერდა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი ფასია. წლის დასაწყისიდან უნცია ოქრო უკვე 10%-ით არის გაძვირებული.
ძვირფასი ლითობის ღირებულებას ზრდის ის, რომ ბევრი ქვეყნის ვალუტა გლობალურად უფასურდება აშშ დოლართან მიმართებაში. შესაბამისად ამ ქვეყნების მოქალაქეები ოქროს ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებისგან თავის დაცვის მიზნით ყიდულობენ.
ამას ემატება აშშ-ის ფედერალური რეზერვის(FED) განცხადებები, რომ საპროცენტო განაკვეთები სავარაუდოდ ივნისში შემცირდება.