ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა. დღევანდელი სავაჭრო სესიის დაწყებისთანავე უნცია ოქროს ფასმა $2100-ს გადააჭარბა. თუმცა, შემდეგ ძვირფასი ლითონის ღირებულებამ ცოტა დაიწია და უნციაზე $2084,3 შეადგინა, რაც 0,7%-ით მეტია წინა ვაჭრობის მაჩვენებელზე.
ამჯერად ძვირფასი ლითონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში ისრაელი-ჰამასის დროებითი ზავის დასრულებამ და საომარი ვითარების ესკალაციამ იმოქმედა.
ექსპერტების პროგნოზით, ოქრო გაძვირებას მომავალ წელსაც გააგრძელებს გეოპოლიტიკური დაძაბულობის და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის შესაძლო შემცირების გამო, რაც ხელს შეუწყობს დოლარის ვარდნას.